ვინიგრეტი

 

ინგრედიენტები:
ჭარხალი – 400 გრ,
სტაფილო – 300 გრ,
კარტოფილი – 400 გრ,
კომბოსტო – 200 გრ,
კიტრის მწნილი – 200 გრ,
ხახვი – 150 გრ, მარილი, ზეთი.

მომზადების წესი: ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი მოვხარშოთ. ხახვი და კომბოსტო წვრილად დავჭრათ, კიტრის მწნილი კი – კუბიკებად. მოხარშული ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილიც კუბიკებად დავჭრათ. ეს ყველაფერი თასში მოვათავსოთ. ბოლოს მარილი მოვაყაროთ და ზეთი მოვასხათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები