ვერა ქობალიას დის ზღაპრული ქორწილი იტალიაში – ნინა ქობალია ცნობილ ჟურნალისტს გაყვა ცოლად

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია უკვე რამდენიმე თვეა ინდონეზიაში ცხოვრობს და მუშაობს. ყოფილი მინისტრი ინდონეზიის ხელისუფლების მრჩეველია ეკონომიკური რეფორმების საკითხებში.
ცოტა ხნის წინ ქობალიების ოჯახმა ვერას უმცროსი დის, ნინა ქობალიას ქორწილი აღნიშნა.
29 წლის ნინა ქობალია იტალიელ ჟურნალისტს უმბერტო ბაჩის გაყვა ცოლად. უმბერტო Reuters-ში მუშაობს და უცხოეთის ამბების საკმაოდ ცნობილი რეპორტიორია. რაც შეეხება ნინას, ის წლების მანძილზე ლონდონში მოღვაწეობდა, ასევე ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი გახლავთ. უმცროს ქობალიას აქვს ფეშენ-ბლოგი, სახელწოდებით NONCHALANT.
ნინამ და უმბერტომ დაახლოებით სამი თვის წინ იქორწინეს იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პიაჩენცაში. ჯვრისწერისა და ხელმოწერის ცერემონია კათოლიკური წესების სრული დაცვით ჩატარდა ადგილობრივ ეკლესიაში, შემდეგ კი წყვილმა და სტუმრებმა, ძველებურ იტალიურ ვილაში გადაინაცვლეს.
როგორც ნინა თავის ბლოგში წერს, ქორწინების ცერემონია მთლიანად თავად დაგეგმა და ინსპირაცია შექსპირის “ზაფხულის ღამის სიმზრისგან” მიიღო. ნინა ქობალიას ესპანური ბრენდის, YolanCris-ის ულამაზესი საქორწინო კაბა ეცვა. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ვერა ქობალია იყო, რომელსაც საკურთხეველთან გვერდიდან არ შორდებოდა პატარა ქალიშვილი.
ქორწილს რამდენიმე ათეული სტუმარი დაესწრო, მათ შორის წყვილის მშობლები, მეგობრები და ახლო ნათესავები.

2a53b7007915f8feca9786d59c6bb752 2b417944b08e2b13262d2cfd1931d519 2f12c0031ecd39df054f3b731736350f 3fab8e5cbc8a9494ea292618542530e8 30ddb476f4a2ec4cb7a96dab6ab2f91e 84d771e3bcc49365031e6abe9877ac57 98d207871f88f4674057c473ed13c005 0976d446e1a60723899b1be02929f834 2444e2e4a420d84e4ce5bd027a87bb5e a5be9f8e9380de29bf63a9215e4bdae8 a8d5dfffe4d69c476ff6301d196b9584 bdff6f2458e1e6cc3b24290d053f1d6e d1b330296fdef11811741201f0485c68 e0e7c26a9635e6da9b9c29418ff1b220 f591e2cb15a4f7a8ca9fd0bf0e890f54 f4960ba429e9f95964265d2a18216460 feea6172d46b704d0b9e572e9be5c195

27a45f7446-images-new_photo-axali_fotos-mosaics-veras-dis-qorwili

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები