ვენური შნიცელი

ინგრედიენტები: ხბოს ხორცი – 455 გ, ფქვილი – 1 ჭიქა, კვერცხი – 2, მარილი და პილპილი – გემოვნებით, საფანელი – 2 ჭიქა, ზეთი -2 ჭიქა.

მომზადების წესი: ხორცი 1,5 სმ-ის სისქის ნაჭრებად დავჭრათ, დავბეგვოთ, მარილი და პილპილი მოვაყაროთ. დაბეგვილი ხორცი ფქვილში ამოვავლოთ, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში ამოვავლოთ და დავწუროთ. გადავიტანოთ საფანელში და კარგად ამოვავლოთ.

ტაფაზე მცენარეული ზეთი გავაცხელოთ და ხორცის ნაჭრები ჩავალაგოთ, თითოეული გვერდი 2-3 წუთი გავაჩეროთ. შნიცელი ზეთში ტივტივს რომ დაიწყებს, ამოვიღოთ და ხელსახოცებზე დავალაგოთ ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები