ვაშლის დესერტი

ინგრედიეტები:
ვაშლი – 1 კლ,
შაქარი – 150 გრ,
კვერცხის ცილა – 4 ცალი,
ჟელატინი – 10 გრ.
მომზადების წესი: ჟელატინი 150 მლ ანადუღარ წყალში დავალბოთ და შეფუთვაზე მითითებულ დრომდე დავტოვოთ. ვაშლი გავფცქვნათ, შუაზე გავყოთ და ფოლგაში ჩავდოთ. შემდეგ ღულემში 200 გრადუსზე 40 წუთით მოვათავსოთ. ჟელატინი ცეცხლზე დავდგათ ოღონდ არ ვადუღოთ. ვაშლი გავხეხოთ. მიღებული ვაშლის პიურეს შაქარი დავუმატოთ და მიქსერით ავთქვიფოთ. შემდეგ კვერცხის ცილა და ჟელატინი დავუმატოთ და დაახლოებით 5-7 წუთი მიქსერით ვთქვიფოთ. ბოლოს მიღებული მასა ჭიქაში ჩავასხათ და მაცივარში 3- 4 საათით მოვათავსოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები