ვარსკვლავების საყვარელი წიგნები

გადაღებებს შორის შესვენებებზე ცნობილი ადამიანები დროს წიგნების საკითხავადაც პოულობენ. OK! ვარსკვლავების საყვარელ წიგნებს გთავაზობთ:

შარლიზ ტერონი

ამერიკელი მსახიობი და მოდელი შარლიზ ტერონი კორმაკ მაკარტნის, მწერალ–რომანისტის პოსტაპოკალიპტიკური რომანის, სახელწოდებით „გზა“ მოყვარული ყოფილა.

ჯორჯ კლუნი
ამერიკელ მსახიობს, რეჟისორს, პროდისერსა და სცენარისტს, ჰოლივუდში ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებულ ჯორჯ კლუნის ყველანაირი რუსული კლასიკა მოსწონს, თუმცა, მისი ლიტერატურული ფავორიტი ლევ ტოლსტოის წიგნი „ომი და მშვიდობაა“.


კრისტენ სტიუარტი
კრისტენ სტიუარტს რაც შეეხება, ის არასტანდარტული ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევა, მისი საყვარელი რომანი ამერიკელი კლასიკოსის ჯონ სტეინბეკის „აღმოსავლეთით ედემისკენაა“ – ეს ბიბლიური ლეგენდის კაენისა და აბელის შესახებ თავისებური ალეგორიაა, რომლის მოქმედებაც ავტორმა თანამედროვე ამერიკაში გადაიტანა და ამერიკული საგის ფორმით დაწერა.


ანტონიო ბანდერასი
ესპანელ მსახიობსა და რეჟისორს, რომელმაც ჰოლივუდში აღიარების მოპოვება მოახერხა, სერვანტესის „დონ კიხოტი“ ჰყვარებია.


ენ ჰეთეუიეი
ამერიკელი მსახიობის საყვარელი წიგნი გულს აგიჩუყებთ, ეს საბავშვო ამბავია გაბედულ გოგონაზე, რომელიც ჯადოსნურ ბაღს დაეძებს – ფრენსის ბერნეტის „საიდუმლო ბაღი 6–დან 12 წლამდე გოგონებისთვისაა განკუთვნილი.


ტომ ჰენკსი
„ფორესტ გამპის“ ვარსკვლავის, გენიალური ტომ ჰენკსის ფავორიტი მწერალი ტრუმენ კაპოტეა, ტომს ყველაზე მეტად მისი „საუზმე ტიფანისთან“ ჰყვარებია.


ორლანდო ბლუმი
ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი რუსული კლასიკის დიდი თავყვანისმეცემელი ყოფილა, მისი საყვარელი წიგნი დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებია“, ამ ნაწარმოებს ბლუმი მუდამ თან დაატარებს, მაშინაც კი, როდესაც ვაჟი, ფლინი სასეირნოდ მიყავს.

წყარო: http://www.okmagazine.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები