ექსტრემალური სპორტის ცნობილი მიმდევარი დინ პოტერი ტრიუკის შესრულებისას დაიღუპა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ექსტრემალური სპორტის მიმდევარი დინ პოტერი 43 წლის ასაკში დაიღუპა. ის 2286 მეტრიდან სპეციალური ტანსაცმლით – „უინგსუიტით“ (Wingsuit) გადმოხტა და იოსემიტის ეროვნულ პარკში, მთებს შორის არსებულ ვიწრო ნაპრალში უნდა გაეფრინა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ დაადგინა, რომ მას პარაშუტი არ გამოუყენებია.

ცნობილ სპორტსმენთან ერთად დაიღუპა 29 წლის გრაჰამ ჰანტი, რომელიც ასევე Wingsuit-ით გადმოხტა მაღალი სიმაღლიდან დინ პოტერთან ერთად.

დინ პოტერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლდეზე მცოცავი იყო, რომელმაც პირველად შეძლო იოსემიტის სამი ყველაზე დიდი მწვერვალის ერთ დღეში დაპყრობა.

წყარო:http://news.ge/ge

კომენტარები

სხვა სიახლეები