თიკა ჯამბურია დუმილს არღვევს: “დავიბოღმე და მშურს ბექას ახალი ოჯახი-ეს დიდი სისულელეა”

 

მომღერალი თიკა ჯამბურია ბავშვობიდან ძალიან პოპულარულია. სიმღერა “ჯეირანმა” მას პოპულარობა და დიდი სიყვარული მოუტანა. სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც მას და ბექა ხოფერიას ერთმანეთი შეუყვარდათ. 18 წლის ასაკში კი დაქორწინდნენ. სამწუხაროდ ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. წყვილი დაშორდა.

დღეს ბექას უკვე ახაალი ოჯახი ჰყავს. ჟურნალისტები კი თიკა ჯამბურიას ირგვლივ ტრიალებენ, სურთ რაიმე სკანდალური დააცდევინონ. “მინდა ჟურნალისტებს ვთხოვო, ნუ მოახდენთ ამ თემის ტირაჟირებას. ნინა ტელევიზორში და ჟურნალებში, მამას სხვა გოგოსთან ერთად რომ ხედავს, ბევრ კითხვებს სვამს, ვერ ხვდება რა ხდება და ძალიან განიცდის”-განაცხადა თიკამ. მოგვიანებით კი მომღერალმ გია ჯაჯანიძის შოუში იხუმრა: “ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, ეს მეორე სხვა მრავალი”. ახალი სკანდალიც აგორდა.

 

ექსკლუზიურად “intermedia.ge”-სათვის მომღერალმა თიკა ჯამბურიამ საკუთარ ბავშვობაზე, ქალიშვილზე, პირად ცხოვრებასა და ყოფილი მეუღლის ქორწინებაზე ისაუბრა. …

“მთელი გულით მინდა ბედნიერი იყოს და ეს იყოს მისი ბოლო სიყვარული. ვუსურვებდი, უკეთესი მამა იყოს ნინასთვის, რომელსაც ის ძალიან უყვარს… და იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ დავიბოღმე და მშურს ბექას ახალი ოჯახი, ეს დიდი სისულელეა. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ მხოლოდ კარგი მინდა ბექასთვის, ისევე როგორც, ალბათ, მას… ის რაც ჯაჯანიძის შოუში ვთქვი, ეს ერთი და სხვა მრავალითქო, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. ნურავის ნუ ეგონება, რომ ეს იყო ბოღმა”-ამბობს თიკა. მომღერალმა ინტერვიუში სხვა ბევრ ფაქტორსა და დეტალზეც ისაუბრა. ინტერვიუს სრულ ვერსიას ორშაბათს იხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ბექა ხოფერიას რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა, გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი.განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო.imageimage

 

წყარო: http://intermedia.ge

 

კომენტარები

სხვა სიახლეები