ეს კომპოზიცია ცნობილმა ვიოლონჩელისტმა იან მაკსინმა თბილისელ დედას მიუძღვნა (ვიდეო)

ცნობილმა რუსმა ვიოლონჩელისტმა იან მაკსინმა ეს კომპოზიცია საკუთარ დედას მიუძღვნა.
„მშვენიერი ქართული სიმღერა – „პატარა ქალო“ ვუძღვენი დედაჩემს, რომელიც ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა და მან თავისი მოთხრობებით, ფოტოებით და, რა თქმა უნდა, მუსიკით ამ უძველეს და უნიკალურ კულტურას მაზიარა“, – დაწერა მაკსინმა ფეისბუქის გვერდზე.
იან მაკსინი სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. ის ვიოლონჩელოზე 6 წლიდან უკრავს. ამჟამად მისი კომპოზიციები რეგულარულად ისმის ამერიკის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, ასევე – ევროპის ტელევიზიით. კლასიკური მუსიკის გარდა, იანი ჯაზს, როკს და პოპმუსიკას ასრულებს.
ის რეგულარულად გამოდის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორიც არიან სტინგი, ანდრეა ბოჩელი, გლორია ესტეფანი, ბარი გიბი და ლეგენდარული ანსამბლი BeeGees-ი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=KkkI3bH-TL0[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები