ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი ესპანეთში გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგისას განაცხადა, გარდაცვლილია ხანდაზმული ქალი, რომელსაც  ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მონიტორინგს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყანაში. საავადმყფოებში მოთავსებულია საქართველოს 20–მდე მოქალაქე. სამწუხაროდ, ესპანეთში ერთი გარდაცვალების ფაქტი გვაქვს – ხანდაზმული მოქალაქის, რომელსაც რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები