“ერთმანეთი ძალიან უყვარდათ” – თბილისში მოზარდმა თავი მოიკლა

თბილისში 17 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. შემთხვევა ისანი-სამგორის რაიონში მოხდა.
“დრონი.ჯი”-ის წყაროს ინფორმაციით, თვითმკვლელობის მოტივი შეყვარებულთან დაშორება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მუხიანში ქირით ცხოვრობდა, ისანი-სამგორის რაიონში კი ბიჭი შეყვარებულთან იყო მისული, შელაპარაკების ნიადაგზე კი ის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოხტა.
“ერთმანეთი ძალიან უყვარდათ ამ ბიჭს და მის შეყვარებულს. სკოლის შემდეგ სულ ერთად ატარებდნენ დროს, სახლის წინ სკვერში იყვნენ მთელი დღე. არ ვიცი, რა მოხდა, თუმცა გავიგეთ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და შემდეგ ეს უბედურება დატრიალდა”, – აცხადებს “დრონი.ჯი”-ს წყარო.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათი თქმით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. უწყების ცნობით, შემთხვევა გუშინწინ მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები