„ერთადერთი, რასაც ველოდებით, არის საბუთების გადმოგზავნა“ – 2 წლის ანიტას თბილისის მერია დაეხმარება

2 წლის ანიტა ფაცაციას დასახმარებლად თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

„სოციალური სამსახურის წარმომადგენლებს ოჯახთან ყოველდღიური კონტაქტი აქვთ. ერთადერთი, რასაც ველოდებით, არის საბუთების გადმოგზავნა. მათ ჯერ არ აქვთ კლინიკებიდან კალკულაცია და ზუსტად გადაწყვეტილი არ აქვთ, თუ რომელ კლინიკას მიმართავენ და რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული. საბუთების გადმოგზავნისთანავე, მერია მზადაა მათ დასახმარებლად“, – ამბობენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება – „დილატაციური კარდიომიოპათია“ დაუდგინდა. მედიკოსების თქმით, საჭიროა ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.

ოპერაციის გაკეთება, დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხის გადარიცხვა არ მოხდება, არაფერს უკეთებენ. უსახსრობის გამო, ანიტას ექიმებმა საავადმყოფო დაატოვებინეს, ის ამჟამად ავსტრიის თავშესაფარშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება.
ანიტას გადასარჩენად მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს. ერთად დგომით უკვე არაერთი სიცოცხლე გადავარჩინეთ და ახლა ანიტას დროა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

TBC ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

წყარო:
Read more at https://www.primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები