ემირატებში ქალი მუშებს მეგობარი მამაკაცის ხორცით გაუმასპინძლდა

მაროკოელმა ქალმა, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ცხოვრობს, ეჭვიანობის ნიადაგზე მეგობარი მამაკაცი ჯერ მოკლა და შემდეგ მისი ცხედრისგან არაბული კერძი მოამზადა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი Gulf News ავრცელებს.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ მაროკოელმა ქალმა დაანაწევრა მამაკაცის ცხედარი და მისგან მაკბუსი – არაბული კერძი ბრინჯისა და ხორცისგან მოამზადა, რითაც შემდეგ თავის სახლთან ახლოს მომუშავე პაკისტანელ მუშებს გაუმასპინძლდა. დანარჩენი კი ძაღლებს გაუნაწილა.
პოლიციელებმა დამნაშავე მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცავებს მოკლულის ძმამ მამაკაცის დაკარგვის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ქალის სამზარეულოში, ბლენდერთან ახლოს, ადამიანის კბილი იპოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები