ელიზაბეტ II-ის 97 წლის მეუღლემ ავტომანქანის მართვაზე უარი თქვა

ელიზაბეტ II-ს 97 წლის მეუღლემ ავტომანქანის მართვაზე უარი თქვა და მართვის მოწმობა ჩააბარა. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქმარმა, ჰერცოგმა ფილიპ ედიმბურგელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იანვარში, ნორფოლკის საგრაფოს ეზოში, ავარიაში მოყვა. მან ორიენტაცია დაკარგა და საპირისპიროდ მომავალ ავტომანქანას დაეჯახა, თუმცა დაზიანებები არ მიუღია.
სამეფო ოჯახის წევრის შესახებ ტაბლოიდი The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჰერცოგმა კუთვნილი ავტომანქანა – Land Rover-ი ბუკინგემის სასახლეს გადასცა.
ამჟამად, დედოფლის მეუღლეს კვლავ მძღოლი ემსახურება.

კომენტარები

სხვა სიახლეები