ელიზაბეტ II და პრინცი ფილიპი ქორწინების 70 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან

დღეს, 91 წლის დედოფალი ელიზაბეტ II და 96 წლის პრინცი ფილიპი, სტუმრებს ქორწინების 70 წლისთავის აღსანიშნავად შეკრებენ.

ამასთან დაკავშირებით, ბუკინგემის სასახლემ, სამეფო ოჯახის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, მეუღლეების უცნობი ფოტო გამოაქვეყნა.

Елизавета II и принц Филипп готовятся к 70-й годовщине свадьбы (фото 1)

პორტრეტი, ცოტა ხნის წინ, ფოტოგრაფმა მეტონ ჰოლიოუკომ გადაიღო. ფოტოზე ელიზაბეტი იმავე კაბაში გამოჩნდა, რომელშიც ეკლესიაში იყო, ბრილიანტის ქორწინების აღსანიშნავად. სამოსი დედოფალმა რუბენიებით გაწყობილი ოქროს გულსაბნევით შეიმკო.

შეგახსენებთ, რომ ელიზაბეტმა და ფილიპმა, 20 ნოემბერს 1947 წელს იქორწინეს. ეს ქორწინება ყველაზე გრძელვადიან ქორწინებად ითვლება სამეფო კარზე, ელიზაბეტი კი, ყველაზე დიდი ხანია, იკავებს მონარქის პოსტს.

კომენტარები

სხვა სიახლეები