ეთერ კაკულია: სიცოცხლე ისე მიყვარს, რომ ღმერთის ამ საჩუქარს ასე ადვილად არ დავთმობ

ბოლო დღეებია რამდენიმე ქართული ინტერნეტ-გამოცემა ინტენსიურად ავრცელებს ჭორებს ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ, რაც რათქმაუნდა საზოგადოებაში უდიდეს მორალურ ტკივილს და სინამდვილის გაგების შემდეგ კი – აღშფოთებას იწვევს, მსგავსი სახის ნეგატიური და რაც მთავარია ტყუილის გამო.
ნეტ-ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ როგორც ქალბატონ ეთერის პრეს-სამსახური, ოფიციალურად აცხადებს, რომ მსგავსი სახის ჭორების გამავრცელებლებს არანაირი მორალური და ადამიანური მიდგომა საკითხისადმი არ აქვთ და მათი მიზანი, მხოლოდ იმ საიტების ხელოვნური პოპულარიზაცია და მნახველთა (ვიზიტორთა) რიცხვის გაზრდაა, რომელზეც ავრცელებენ განცხადებებს ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ.

რამდენიმე წუთის წინაც ვესაუბრე ქ-ონ ეთერს და მსუბუქად, რომ ვთქვათ გული დაწყდა ფაქტზე და ვერაფრით ვერ დაიჯერა, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელსაც მის შესახებ მსგავსი ტყუილი გაევრცელებინოს
– მართლა არ მეგონა თუ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, მაგრამ ღვთის მადლით ფეხზე ვდგავარ ჩემო საყვარელო ქართველებო და ერთ კვირაში ისრაელში, მორიგი სამკურნალო კურსის ჩასატარებლად მივდივარ, ხვალ კი პატრიარქს ვხვდები ისევ, ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, რომელმაც წეღან დამირეკა და წირვაზე მიმიწვია საპატრიარქოში, მე ისე მიყვარს სიცოცხლე, რომ ასე ადვილად არ დავთმობ ღმერთის ამ საჩუქარს და მე ყველა ის ადამიანი მიყვარს, ვინც ასე მგულშემატკივრობს და გული შესტკივა ჩემზე, მადლობის მეტი რა გავაკეთო, ისიც არ ვიცი და როგორ გამოვხატო მადლიერება ამ ხალხის მიმართ? მე ძალიან მიყვარხართ ჩემო ქართველებო.

მთხოვა ეს განცხადება გამევრცელებინა და კიდევ ერთხელ დამეფიქსირებინა მისი სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ.
ძვირფასო კოლეგებო, ჟურნალისტებო, ეთოს მსმენელებო, მისი მუსიკის თაყვანისმცებლებო და უბრალოდ ქართველებო – ნუ დაუჯერებთ ვინ იცის საიდან გამოჩეკილ და მოსულ ინტერნეტ-გამოცემების მსგავს განცხადებებს ეთერის შესახებ, უბრალოდ იკითხეთ ჩვენთან და სიმართლეს გაიგებთ.
ზემო-აღნიშნილი განცხადების გამავრცელებლებს კი, ვთხოვთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის, მითუმეტეს ჭორის და მითუმეტეს მსგავსი მონაჩმახის გავრცელებამდე – სხვა რაღაცეებზეც დაფიქრდნენ ხოლმე.

კომენტარები

სხვა სიახლეები