ევროპარლამენტში გაზრდილი ბავშვი (ფოტოკოლაჟი)

პატარა ვიქტორია ახლა ხუთი წლის არის, მაგრამ მისი ტოლი სხვა გოგონებისაგან განსხვავებით, ის არც პრინცესობაზე და არც ბალერინობაზე ოცნებობს, მისი ოცნებაა გახდეს პარლამენტარი, როგორიც მისი დედაა.
ლისია რონზულლი ევროპარლამენტის წევრია, მას ქალიშვილი ევროპარლამენტის სხდომებზე ყოველდღე დაჰყავს. ვიქტორია სტრასბურგის სასამართლოში უკვე ნაცნობი სახეა. ლისიამ პატარა ვიქტორია პირველად 2010 წლის სექტემბერში მიიყვანა პარლამენტში, როდესაც ვიქტორია ჯერ კიდევ 6 კვირის იყო. გოგონა იმდენად შეჩვეულია გარემოს, ხმის მიცემის დროს თავადაც წევს ხოლმე ხელს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოგონას მამა იტალიელი პოლიტიკოსი რენატო კარიოლია. შეიძლება ითქვას, რომ გოგონას პოლიტიკოსობა სისხლში აქვს გამჯდარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები