დღე 22-23 -ე – გოჩას და „ნატახტარის“ ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. 2 და 3 ივლისს მეოთხედფინალები გაიმართა. იტალია გერმანიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ხოლო საფრანგეთმა 5:2 დაამარცხა ისლანდიის ნაკრები და ნახევარფინალის საზგურიც მოიპოვა.

გოჩამ პარიზიდან ამჯერად ბორდოში გადაინაცვლა და სწორედ ბორდოს ფანზონიდან მიესალმა ლუდი „ნატახტარის“ და ფეხბურთის გულშემატკივრებს. ქალაქი ბორდო მეღვინეობით არის ცნობილი და დაახლოებით 800,000,000 ბოთლი ღვინო იწარმოება. შესაბამისად, მას ღვინის მსოფლიო დედაქალაქსაც კი უწოდებენ. რაც შეეხება ბორდოს ამჟამინდელ ელჩს და ყოფილ ლეგენდარულ ფეხბურთელს ალენ ჯირეს, ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოფილა, როგორც გოჩამ მაყურებელს შეახსენა.
მაყურებელმა, რომელიც გოჩას ჩართვებს ნატახტარის ფეისბუქგვერდზე ადევნებს თვალ-ყურს, რადენიმე საინტერესო ფაქტიც შეიტყო ფეხბურთთან და ფეხბურთელებთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლანდიის ახლად არჩეული პრეზიდენტი დაესწრება ისლანდია-საფრანგეთის თამაშს. ის არ აპირებს VIP ზონაში დაჯდომას. მისი განცხადებით, ის ჩაიცმევს მაიუსურს და სხვა გულშემატკივრებთან ერთად უქომაგებს ისლანდიის ნაკრებს.
„მე მინდა ჩემ ხალხთან ერთად ვუქომაგო ჩვენს ნაკრებს, VIO ზონაში ყოველთვის შევძლებ ყოფნას“, – გაცახდადა ისლანდიის პრეზიდენტმა. ზლატან იბრაგიმოვიჩი აღმოჩნდა, რომ ჩემპიონატიდან მონტეკარლოში გადავიდა და იქ ისვენებს. „ლამაზი თამაში“, ეს ტერმინი პირველად პელეს გამოუყენებია და ამის შემდეგ აიტაცა მთელმა მსოფლიომ, ხოლო რონალდინიო, სწორედ მაშინ გამოკაშკაშდა პირველად, როდესაც 23 გოლი გაიტანა მატჩში, სადაც 23:0 დამთავრდა შეხვედრა. 27 საფეხბურთო კლუბს კი Beatles-ის სიმღერების სახელები ჰქვია, როგორც გოჩამ უამბო ფესხბურთის და ლუდი ნატახტარის მოყვარულებს.
იტალია გერმანიის თამაშის დროს გოჩამ ფანზონიდან სტადიონზე გადაინაცვლა და აჩვენა მაყურებელს, თუ რა ხდებოდა მოედანზე მატჩის დაწყების წინ, ასევე თუ როგორ ქომაგობდნენ გულშემატკივრები და როგორი შესანიშნავი განწყობა იყო ბორდოს სტადიონზე.
ბორდოს ქუჩებში გოჩას საინტერესოდ გამოწყობილი იტალიელი გულშემატკივარი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედას უნდოდა, ბალეტს გავყოლოდი, მამას ფეხბურთი ერჩიაო. საბოლოოდ, გადავწყვიტე, არცერთისთვის დამეწყვიტა გულიო.Untitled
გოჩა და „ნატახტარი“ ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი “ნატახტარი” თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, „ნატახტარის“ გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, რომ,გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
(R)

ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1340019752682108/

კომენტარები

სხვა სიახლეები