დღეს The beatles-ის საერთაშორისო დღეა

16 იანვარი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის “ბიტლზის” დაბადების დღეა. ზუსტად 49 წლის წინ, 1957 წლის ამ დღეს ლივერპულის კლუბ Cavern-ში ჯგუფის დებიუტი შედგა.
ჯგუფმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და 1960-იანი წლების კულტურული და სოციალური რევოლუციების საფუძვლად იქცა.
ჯგუფი ოფიციალურად 1970 წელს დაიშალა. თუმცა 49 წლის გასვლის მიუხედავად დღემდე “ბიტლზი” ყველა დროის, ყველაზე პოპულარულ ჯგუფად რჩება.
2001 წელს “იუნესკომ” 16 იანვარი “ბიტლზის” საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღეს არამარტო “ბიტლზის” მშობლიურ ლივერპულში, არამედ მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ.

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები