დღეს მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და იქ 23 თებერვლამდე დარჩება – რამაზ გიგაურის პროგნოზი

დღეს, 5 თებერვალს, 9:09 საათზე (თბილისის დროით) მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და იქ 23 თებერვლამდე დარჩება. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პროგნოზს აქვეყნებს:
“მერკურის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ
დღეს, 5 თებერვალს, 9:09 საათზე (თბილისის დროით) მერკური მერწყულის ზოდიაქოში გადავიდა და იქ 23 თებერვლამდე დარჩება.
მერკური – ასტროლოგიური თვალსაზრისით გავლენას ახდენს აზროვნების პროცესზე და საუბრის სტილზე. ეს არის ინფორმაციის და კომუნიკაციის პლანეტა. მერწყული კი ორიგინალური, განსხვავებული ტიპის ნიშანია, რომელიც შინაგანად ებრძვის კონსერვატიზმს, ყველა იმ ტრადიციას, რომელიც აწმყოში აღარ „მუშაობს“ და „ცდილობს“ ამ ყველაფრის „გადატვირთვა“ მოახდინოს, თანამედროვე ფორმები მისცეს. მერწყული – ეს ისეთი აზროვნებაა, რომელიც თავისუფალია დოგმებისგან და მოძველებული შეხედულებებისგან. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდში აზროვნების სტილი უფრო ორიგინალური და არასტანდრტული გახდება. იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც დამახასიათებელია თავისუფალი, ორიგინალური და განსხვავებული აზროვნების სტილი, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად სასიკეთო დრო დგება.
ეს არის იდეების თავისუფლად და გაბედულად გამოვლენის პერიოდი. ეს კარგი დროა თანამოაზრეებისთვის მოძიებისთვის და მეგობრების შეძენისთვის, ასევე მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებებისთვის. ბევრმა ადამიანმა საკუთარი იდეებისთვის შესაძლოა არა მხოლოდ მორალური, არამედ მატერიალური მხარდაჭერაც კი მოიპოვოს. ასე რომ, ის იდეები, რომლებიც თუნდაც უახლოეს წარსულში ადამიანებისთვის გაუგებარი და შეიძლება შოკისმომგვრელიც იყო, 5-23 თებერვლის შუალედში უფრო მისაღები გახდება.
გარდა ამისა, ეს არის შემოქმედებითი და პროგრესის მომტანი პერიოდი. სასიკეთო იქნება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განახლებები, ინდივიდუალურ და გლობალურ დონეზე ტექნოლოგიური განვითარება, ახალი ტექნიკის შეძენა და ა. შ.
ნეგატიური კუთხით კი ეს იქნება პროტესტის კიდევ უფრო აქტიურად გამოხატვა (განსაკუთრებით ეს გამწვავდება სოციალურ საკითხებთან მიმართებაში), ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიხილოთ სწორედ სოციალური პროტესტი და ეს თებერვლის პირველი და მეორე დეკადაში საკმაოდ ენერგიულად გამოვლინდეს.
ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, 5-23 თებერვლის პერიოდი ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება:
* ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (ტყუპი, სასწორი, მერწყული). მათი აზროვნების პროცესი უფრო მოქნილი გახდება და ისინი შეძლებენ ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან და ასევე ურთიერთობებთან დაკავშირებით სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.
* ეს პერიოდი ასევე სასიკეთო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში მერკური მერწყულის ზოდიაქოში აქვთ განთავსებული. მათ ექნებათ მერკურის ე. წ. „დაბრუნება“. აქედან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანი იქნება 2023 წლის 11 თებერვლის – 2023 წლის 3 მარტის შუალედში დაწყებული პროექტები და ურთიერთობები. არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის 5-23 თებერვლის შუალედში ეს საკითხები გააქტიურდეს ან ახალი ფორმით გამოვლინდეს.
* ეს პერიოდი წინააღმდეგობრივი იქნება კუროს, ლომის და მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. მათ თავი უნდა შეიკავონ სიჯიუტის და რადიკალიზმის გამოვლენისგან. პროტესტი კი ტაქტიანად და დიპლომატიურად გამოხატონ.
* დანარჩენი ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება.”-წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები