დი კაპრიოს შეყვარებული გაუთხოვდა – “უოლ სტრიტის მგელი” დეპრესიას ველოსიპედით სეირნობით ებრძვის? (ფოტოკოლაჟი)

ქორწილში ის, რა თქმა უნდა, არ დაპატიჟეს და არც ჩავიდოდა… სანამ ბარ რაფაელი ბედნიერ წუთებს აღნიშნავდა და საკუთარ ქორწილში ერთობოდა, მისი ყოფილი შეყვარებული ამ დროს გულს ველოსიპერდით სეირნობაში აყოლებდა.

1

სუპერმოდელმა 24 სექტემბერს ებრაელ მილიარდერზე – ადი ეზრიზე იქორწინა. გრანდიოზული ქორწილი მათ ისრაელში, Carmel Forest Spa Resort-ის კომპლექსში გადაიხადეს. ქორწილში წყვილმა 300 სტუმარი დაპატიჟა, მათ შორის ოჯახის წევრები, მეგობრები და შოუბიზნესის წარმომადგენლები. ალბათ საინტერესოა, სად იყო და რას აკეთებდა ამ დროს მისი ყოფილი შეყვარებული? განსაკუთრებულს არაფერს! ლეონარდო სწორედ ამ დროს თავს ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობით ირთობდა.

მსახიობი პაპარაცებმა ქუჩაში ორი დღის წინ დააფიქსირეს, როდესაც ის მის პარტნიორთან ფილმიდან The Wolf of Wall Street, ჯონა ჰილთან ერთად გადაადგილდებოდა. მეგობარი, როგორც ჩანს, ლეონარდოს ძალიან გულშემატკივრობს, ვინაიდან ბოლო პერიოდში ისინი საერთო გარემოცვაში არაერთხელ შენიშნეს.

ჰოლივუდის მსახიობმა და სუპერმოდელმა ერთმანეთი 2005 წლის ნოემბერში, ლას ვეგასში, U2-ს მიერ გამართულ პრესტიჟულ წვეულებაზე გაიცნეს. წყვილმა უმალვე დაიწყო ურთიერთობა და მას სერიოზული სახე მისცა. 2007 წელს, ბარმა ლეონარდო თავის მშობლიურ ისრაელში წაიყვანა და ოჯახის წევრები გააცნო. დი კაპრიო და რაფაელი ჰოლივუდში ერთ-ერთი პოპულარული წყვილის სტატუსს ატარებდნენ, თუმცა 5 – წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2009 წლის ივნისში, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

 

 

2010 წელს მათ მცირე ხნით კვლავ აღადგინეს რომანი. მიზეზად დასახელდა ის, რომ ლეონარდოს ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა სურდა, ხოლო ბარი კი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.

წარმოშობით ებრაელი სუპერმოდელი რაფაელი, ბრენდებთან: Garnier, Escada, Desigual, Subaru, Gap, Samsung, Moët & Chandon,Hurley, Marco Bicego, Rampage, Andrew Marc, True Religion, Accessorize, Passionata, Besni, Fox, Agua Bendita, Arrow and Sears თანამშრომლობს. ის ასევ ხშირადაა პოპულარული გამოცემების – Elle, Marie Claire, Vogue, Cosmopolitan, GQ, Esquire, Glamour, Maxim, Grazia, and Harper’s Bazaar-ის გარეკანებზე. მისი ყოფილი შეყვარებული კი, კვლავაც უცოლოდ და “უოსკაროდ” დაეხეტება…

1 1-2 1-3 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 Leonardo DiCaprio takes Bar Rafaeli to lunch at his mother's hou 16 17 18 Oklahoma City Thunder v Los Angeles Lakers, Game 5 20 21 22 23

კომენტარები

სხვა სიახლეები