დიმიტრი ნაგიევი – ბევრი ქალი საკუთარი ასაკის გამო ხშირად დეპრესიაში ვარდება

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი ქალი საკუთარი ასაკის გამო ხშირად დეპრესიაში ვარდება. ისინი თვლიან, რომ მამაკაცებს აღარ აინტერესებთ და მათმა წლებმა ჩაიარა.

თუმცა ცოტახსნის წინ ინტერნეტი, შედევრულმა განცხადებამ ააფეთქა. ამბობენ, რომ ეს სიტყვები რუსს შოუმენსა და სკანდალისტ დმიტრი ნაგიევს ეკუთვნის.

“უნდა ვაღიარო, რომ რაც ასაკი მემატება, უფრო ვაფასებ ქალებს, რომლებიც 40 წელს გადაცილდნენ. ისინი როგორც კარგი ღვინო არიან – ასაკთან ერთად მხოლოდ უკეთესები ხდებიან. ახლა შევეცდები კარგად დავალაგო ჩემი ნათქვამი.

მაგალითად, 40 წლის ქალი, შუაღამისას არ გაგაღვიძებს და არ გკითხავს “რაზე ფიქრობ?” და იცი რატომ? იმიტომ, რომ მას სულ არ აინტერესებს რას ფიქრობ შენ!  თუ 40 წლის ქალს ეზარება შენთან ერთად ფეხბურთის ყურება, ის არ დაიწყებს წუწუნს, უბრალოდ ადგება და რამე, მისთვის საინტერესოთი დაკავდება.

 ორმოცი წლის ქალები საკუთარი პატივისცემით და თავდაჯერებით არიან სავსენი. დამიჯერე ის ისტერიკას არ გაგიმართავს, ასეთ ქალებს ძალიან მშვიდად შეუძლიათ შუბლში ტყვია გესროლონ, თუ შენ ამას იმსახურებ. და თუ ეს მათ გაუვათ და არ დაიჭერენ…

ის არ დაიწყებს შენთან კატა-თაგვობანას თამაშს, მას არ ეშინია თავისი დაქალებისთვის შენი გაცნობის, ის საკუთარ თავში 100%-ით არის დარწმუნებული. ახალგაზრდა გოგონებისგან განსხვავებით მას ჰკიდია მოეწონები თუ არა მის დაქალებს. ის თავისუფლად გენდობა, როგორც შენ ასევე დაქალებს, მას დასაკარდი არაფერი აქვს.

40 წლის ქალებს ინტუიცია ნებისმიერ ექსტრასენზე უკეთესად უმუშავებთ. დამიჯერე! მათ სულ არ სჭირდებათ იმაზე ფიქრი ვისთან და სად იყავი: შენზე ისედაც ყველაფერი იციან! მეგობარო, როდესაც შენ ისწავლი ნაოჭების იგნორირებას, შეამჩნევ, რომ ორმოცწელ გადაცილებული ქალები ბევრად სექსუალურები არიან, ვიდრე ახალგაზდრა გოგოშკები. და კიდევ – ისინი ყოველთვის გულწრფელები არიან: თუ შენ იქცევი, როგორც ნამდვილი ნაძირალა, ისინი ამას პირდაპირ სახეში მოგახლიან. შენ არასდროს დაგჭირდება იმაზე მარჩიელობა, თუ რას ფიქრობს შენზე.

როგორც ხედავ, უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ აღფრთოვანდე ორმოცწელს გადაცილებული ქალებით. იმ მამაკაცების გასაგონად, ვისაც უყვარს თქმა:”რისთვის ვიყიდო მთლიანი ძროხა, როდესაც რძე შეიძლება მუქთაზე მივიღო?”, მე მაქვს შესანიშნავი ამბავი: დღეს ქალების 80%-ს გათხოვება არ უნდათ! რატომ? იმიტომ რომ ხვდებიან, რომ “აზრი არა აქვს მთლიანი ღორის ყიდვას, ერთი სარდელის გამო!”

წყარო:http://life.mediamall.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები