დიზაინერებმა 10 000 ბრილიანტით გაწყობილი ფეხსაცმელი წარმოადგინეს

შანხაის საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინერებმა მთლიანად ბრილიანტებით დაფარული ფეხსაცმელები წარმოადგინეს. მათ სანახავად გამოფენის დამთვალიერებლები რამდენიმესაათიან რიგში დგომასაც არ უშინდებიან.
ფეხსაცმლებისთვის სულ გამოყენებულია 10 ათასამდე სხვადასხვა ზომის ვარდისფერი ბრილიანტი. დიზაინერების – ჯიმი ჩუსა და რეჯი ჰანას იდეით, ქვებს ფეხსაცმელი გარედან მჭიდროდ უნდა დაფარა, ამიტომ გამოიყენეს მსხვილი ბრილიანტები, რომელთა შორის მცირე ზომის ქვებიც არის ჩამაგრებული.
ფეხსაცმლის დიზაინის შექმნაზე ერთი წელი მუშაობდნენ, ბრილიანტების ფიქსაციას 360 საათი დასჭირდა, რადგან შემქმნელები უნდა დარწუნებულიყვნენ, რომ ყოველი ქვა მჭიდროდ არის დამაგრებული და ზედაპირს არანაირი წუნი არ გააჩნია.
ყველასთვის კარგად ცნობილი დიზაინერი, ჯიმი ჩუ აცხადებს, რომ ფეხსაცმლის ვარდისფერი ფერი მას პრინცესა დიანას და იმ დროს ახსენებს, როდესაც შეკვეთებს მისთვის ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა ასევე იმუშავეს იმაზეც, რომ ეს მშვენიერი ფეხსაცმელი სატარებლადაც კომფორტული ყოფილიყო. მისი შეძენა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

http://

კომენტარები

სხვა სიახლეები