დემი მურს 200 ათასი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოპარეს

ჰოლივუდის მსახიობს დემი მურს 200 ათასი დოლარის ღირებულების ტანსაცმელი მოპარეს.

პორტალ TMZ-ის ინფორმაციით, ნივთები ჰოლივუდის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულ საწყობში ინახებოდა. დანაკარგი რამდენიმე დღის წინ მსახიობის ერთ-ერთმა თანმაშრომელმა აღმოაჩინა, ამ დროისათვის სამართალდამცავები მომხდარ ფატქს იძიებენ.

ტანსაცმელი ძალიან ძვირფასი იყო. პოლიციელთა თქმით, მურის თანამშრომლები ჯერ კიდევ ადგენენ მოპარული ნივთების სიას და შესაძლოა ზარალის ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს,

მსახიობთან დაახლოებული პირის წყარომ განაცხადა, რომ მძარცველების პოვნას ართულებს ის ფაქტი, რომ მურის თანამშრომლები საწყობში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არ ყოფილან. შესაძლოა ძარცვა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მომხდარიყო, ვიდეოჩანაწერები კი ასე დიდხანს არ ინახება.

ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებსაც რეგულარულად ძარცვავენ, არის პერის ჰილტონიც. 2013 წელს მისი სახლი მეშვიდედ გაქურდეს. გოგონები მსახიობის საძინებელში შეიპარნენ და სხვადასხვა სახის ნივთები წაიღეს.

პერის ჰილტონის სახლისა და სხვა ცნობილი ადამიანების ძარცვა, მათ შორის ლინდსი ლოჰანისა და მეგანი ფოქსის, საფუძვლად დაედო სოფია კოპოლას ფილმის „ელიტური საზოგადოების“ სიუჟეტს. ჰილტონმა სურათში ეპიზოდური როლი შეასრულა.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები