დემი მურისა და მისი ქალიშვილის ფოტომ საზოგადოება აღაფრთოვანა

არაერთხელ გავუოცებივართ დემი მურისა და მისი უფროსი ქალიშვილის მსგავსებას, მაგრამ ახალმა ფოტომ მსგავსებაში კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა. დემი მურის შვილმა რუმერ უილისმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა დედასთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი. მათ ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ და ერთნაირი სათვალეები უკეთიათ, რაც ართულებს დედა-შვილის ერთმანეთისგან გარჩევას. “ეს ის წუთებია, როდესაც ხვდები, რომ დედას ჰგავხარ”,-დააკომენტარა რუმერმა ფოტოზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები