დედა, მე შენ მიყვარხარ! (ფოტოკოლაჟი)

დედა, შენ 9 თვე მიფრთხილდებოდი, შემდეგ დავინახე სინათლე…
ეს იყო საუკეთესო წუთი ჩვენს ცხოვრებაში.

შენთან ერთად გადავდგი პირველი ნაბიჯები.

შენთან ერთად შევიცანი სამყარო.

შენ წამიყვანე პირველად სკოლაში და მითხარი: “არ ინერვიულო” – თუმცა საოცრად ღელავდი ჩემზე.

შენ მასწავლე შემოქმედებითად ფიქრი და შენი წყალობით აღმოვაჩინე საკუთარ თავში სიახლეები.

მე შენ სიცოცხლის ხალისს გაძლევდი.

შენ მასწავლე, როგორ ვიქცე ნამდვილ ქალად. მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც შენ ხარ.

შენ იყავი ჩემი მესაიდუმლე. ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ესმოდა ჩემი.

შენ ყოველთვის იდექი ჩემს გვერდით და ჩემს ბედნიერებას ჩემთან ერთად იზიარებდი.

შენ მანუგეშებდი ცხოვრების მძიმე წუთებში.

რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მეტად ვხედავდი ჩვენს შორის მსგავსებას.

და ახლა, როდესაც მე მყავს ჩემი შვილი, კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ დედა-შვილობის საოცარ გრძნობას.

მაშინაც კი, როცა შენ არ ხარ ახლოს, ვიცი, შენ აქ ხარ – ჩემს გულში.

დღეს, როგორც ყოველთვის, მინდა გითხრა: “მადლობა, დედა! მე შენ მიყვარხარ!

წყარო: http://www.adme.ru

კომენტარები

სხვა სიახლეები