დედა კორონავირუსით ინფიცირებული 4 წლის შვილის სულისშემძვრელ ვიდეოს აქვეყნებს და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

ექიმი გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს 4 წლის ბავშვი და კორონავირუსით გამოწვეული ხველა. აღნიშნულით მან საზოგადოებას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილითა და სერიოზულობით მოეკიდონ რეალურ საშიშროებას, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს.

ანა ციმერმანმა თავისი 4 წლის ვაჟის ვიდეო უჩვენა მსოფლიოს. ბიჭუნას გართულებული სუნთქვა და აუტანელი ხველა კორონავირუსით გახლდათ გამოწვეული.

„დედა, ეს როდის დამთავრდება? დედა, მე თავს ცუდად ვგრძნობ“, – ამბობს ბავშვი.

მას შემდეგ ლინკოლნი გამოჯანმრთელდა, მაგრამ აღნიშნული ქმედებით ციმერმანი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

https://youtu.be/2KaWQciFSB8

კომენტარები

სხვა სიახლეები