დედამ თავისი 4 წლის ქალიშვილი გაათხოვა – ფოტო,ვიდეო

ცხოვრება ხშირად სასტიკი და უსამართლოა. მათ შორის პატარა და უცოდველი ბავშვების მიმართაც.
ეს ებია, მხოლოდ 4 წლისაა, თუმცა ცხოვრების მთელი სიმწარე უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა. ის ლეიკემიის უმძიმესი ფორმით იტანჯება და დაბადებიდან თითქმის სულ კლინიკაშია გამოკეტილი. ამ საშინელი დიაგნოზის მიუხედავად, სულ იღიმის და ხალისიანად არის.
ერთხელაც, მკურნალობის მორიგი კურსის გავლისას, ძალიან მზრუნველი ექიმის ხელში აღმოჩნდა. ები იმდენად მოიხიბლა ამ ადამიანით, რომ დედას გამოუცხადა, ექიმი მეთ ჰიკლინგი ჩემი პრინცია და ცოლად უნდა გავყვეო.
ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ ექიმი მეთის   სახლში ტელეფონმა დარეკა. წარმოიდგინეთ ყმაწვილის გაოცება, როცა ების დედამ გამოუცხადა, ჩემი 4 წლის გოგო ცოლად უნდა მოიყვანოო. ერთი სიტყვით, მალე მთელი კლინიკა დაფაცურდა, რომ ამ საოცარი ქორწინების ინსცენირება მოეწყო. მეთი, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდა ამ მომხიბლავ წინადადებას.საზეიმო ცერემონიისთვის ყველაფერი მზად იყო. ექიმებმა თავი არ დაზოგეს, რომ საქორწილო გარემო შეექმნათ. ებიმ ლამაზი თეთრი კაბა ჩაიცვა, მეთმაც სმოკინგ-მაისური მოირგო და ცერემონიაც დაიწყო.ები ნამდვილი პატარძალივით თაიგულით ხელში მიემართებოდა საკურთხევლისკენ. როცა საყვარელ ექიმს მიუახლოვდა, ჰკითხა, ხომ გინდა ჩემი ცოლად შერთვაო. მეთმაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა “კიო”.

“ჩემს პასუხში ეჭვიც არ მეპარებოდა. ები ჩამეხუტა და მალე ბეჭდებიც გავცვალეთ” – იხსენებს მეთი. …ების ისტორიამ უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აღაფრთოვანა. მერე რა, რომ ეს არ იყო ნამდვილი ქორწინება. ეს დღე ების და მის ოჯახს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. ამ ერთი ციდა გოგომ ყველას დაუმტკიცა, რომ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არსებობს მიზეზი, რათა ცხოვრებით დატკბე.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=D99PMMQlgoo[/youtube]

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები