„დაშორება გვაძლევს მიზეზს, რომ საყვარელი ადამიანი უფრო ძლიერ გვიყვარდეს“ – კახა კუხიანიძის ახალი კლიპი (ვიდეო)

„ამ გულს“ – მომღერალმა კახა კუხიანიძემ ახალ სიმღერაზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. ვიდეო სიმღერის მსგავსად, მელანქოლიური ხასიათისაა.

11992287_1036806153019552_512066570_n

“კლიპი საკმაოდ ლამაზი გამოვიდა. მისი შინაარსიც თავიდან ბოლომდე სიყვარულის ამბავზეა აგებული. ვიდეოს ძირითადი აზრი და სლოგანი კი ისაა, რომ დაშორება გვაძლევს მიზეზს, საყვარელი ადამიანი უფრო ძლიერ გვიყვარდეს. აი ასეთ სიყვარულზეა სიმღერა. კლიპის სიუჟეტიც ძალიან რომანტიკულია”,- აცხადებს მომღერალი “კვირა პლუსთან”.

ახალი სიმღერის ავტორი ნათია ბუცხრიკიძეა, ტექსტი კი ნანა ცინცაძემ დაწერა. კლიპი რეჟისორმა მარიკა ქურაძემ გადაიღო და ამაში დახმარება, როგორც კახა კუხიანიძე ამბობს, მას მეგობრებმა გაუწიეს. ვიდეორგოლში მომღერალს პარტნიორობას მარიამ მდივანი უწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები