დამანგრეველი სიტყვები

ამ ახალი წლის წინა დღეებში მინდა შემოგთავაზოთ ჩაატაროთ გენერალური „უბორკა“ თქვენს ლექსიკონში და  დააკვირდეთ, თქვენს მეტყველებაში არსებობს თუ არა სიტყვები – „დამანგრეველი“. ყოველივე თქვენთაგანი ფლობს სიტყვების უნილაკურ ნკრებს  და ეს ის სიტყვებია, რომელიც თქვენ გაპროგრამებათ.

მხედველობაში მაქვს, რომ სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით ზემოქმედებენ:

როგორც ლაპარაკობთ – ისე ცხოვრობთ.

რასაც ახმოვანებთ – ის გაქვსთ.

სიტყვები ეს არის თქვენი აზრების სამოსი, ხოლო მათი ენერგია ფლობს, გაცილებით მეტ მკვრივ სტრუტურას და ის გაცილებით დიდია ვიდრე აზრების ენერგია (ორივე შემთხვევაში ფორმირდება ენერგია, მაგრამ სიტყვებით წარმოქმნება გაცილებით ძლიერი).

ამაზე იმდენი დაწერილა, რომ სათქმელიც არაფერი დარჩა(და თუ მკითხველს დააინტერესებს – დატოვეთ ბლოგზე კომენტარები). ახალა კი მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც შეძლება ჩაითვალოს აღმოჩენად. საუბარია  დავადებებიდან განკურნებაზე. ფსიქოსამატიკა.

ეს აღმოჩენა გააკეთა გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა ნოსსრატ პეზეშკიანმა(წარმოშობით ირანელი). მან პირველმა აღმოაჩინა (შემდეგ კი ისწავლა ამ სიტყვების განეიტრალება) სიტყვები, რომელიც აპროგრამებენ სხეულს ავადმყოფობებზე. მეცნიერი აღნიშნავდა, რომ ასეთ სიტყვებს იპოვით ყველა ადამიანის ლექსიკონში.

გასაგებია?

ადამიანებმა არ იციან როგორ ძლერ მოქმედია სიტყვა. არ არსებობს ერთი ადამიანიც, რომელიც არ ხმარობდეს თავს ლექსიკონში სიტყვებს რომლებიც:

  • აპროგრამებს ავადმყოფობაზე
  • მატერიალიზაციას ახდენს სხეულში
  • არანაირად არ არძლევენ დავადებებს განკურნების საშუალებას.

მეცნიერმა ეს სიტყვები გააერთიანა – შემზღუდველი მეტყველების სახელით. შეზღუდული მეტყველება ეს არის – სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ სხეულზე და ორგანოებზე.

თქვენ მშვენივრად იცით ეს სიტყვები და გამონათქვამები. სინამდვილეში ეს არის, ძალიან საშიში და დამანგრეველი ენერგია, რომელსაც შეუზლია მოარყიოს ყველაზე ჯანმრთელი ორგანიზმიც კი.

მიაქციეთ ყურადღება რა ვირტუოზულად არიან ისინი შეფუთულნი. უცებ ვერც კი დაიჯერებ, რომ ასეთ უწყინარ სიტყვებს, ასეთი ძლიერი ზიანის მოტანა შეუძლიათ. აი შეხედეთ:

ამომივიდა უკვე ყელში, მე თავი ვიმტვრიე, რაღაც შიგნიდან მაწუხებს, არ მასვენებს, ვერ გადამიხარშია, ლიმონივით გამოწურული ვარ, მიმიფურთხებია, გული მერევა შენზე, გული დამესერა,ზეწოლას ვგრძნობ მისგან, ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს, სულში მაფურთხებენ, შემჭამეს, მომბეზრდა, ვცოფდები, გამამწარა, თავში აუვარდა….

ხომ თითქოს რამე განსაკუთრებული არ არის? ჩვენ გვეჩვენება, რომ ვხმარობთ გონივრულ მეტაფორებს, სინამდვილეში ორგანიზმს ვაძლევთ ისეთ გარკვეულ ბრძანებას, საცოდავი – ვერ ბედავს შეეწინააღმდეგოს და დატოვოს ყურადღების გარეშე მითითებები.

გარდა იმისა, რომ ამ დროს წარმოიშბილი დამანგრეველი ძალისა,  მეცნიერები დაინტერესდნენ – სიტყვები ქმნიან თუ გვაფრთილებენ საშიშ დავადებების თაობაზე. ანუ ასეთი სიტყვები, ადამიანის ლექსიკაში ჩნდება მას მერე, რაც ის დაავადდადა თუ, ჩვენი ქვეცნობიერი რომელიც განაგებს ჩვენს ფიზიკურ პროცესებს, მიგვანიშნებს ავადმყოფობაზე ამ სახით? არა, ეს  უკანასკნელი არ დამტკიცდა.

ახალა დანამდვილებით შეიძლება ითქვას: თავიდან ადამიანი ხმარობს, დამანგრეველ სიტყვებს თავის მეტყველებაში (საფუძველს უყრის კონკრეტული ავადმყოფობის პროგრამას) და მხოლოდ ამის მერე, ჩნდება სწორედ ის ავადმყოფობა, რაც იქნა შეკვეთილი.   უნად აღსინიშნოს: იშვა რა ავადმყოფობა, დამანგრეველი სიტყვები უფრო მეტად ფესვს იდგამს ადამიანში, არა იმიტომ რომ გააფრთხილოს, არამედ მასი ამოცანაა: გვერდში „დაუდგეს“ ავადმყოფობას „მორწყას“ და „გაახაროს“ ის. ეს უკვე მისი ფსიქიკური პროგრამაა.

ზოგიერთის ლექსიკონი გაცილებით მდიდარია, ვიდრე ზემოთ ჩამონათვალI Can't Speakი სიტყვები, მაგრამ თუ თქვენ დაისახავთ შეისწავლოთ თქვენი მეტყველება, დააკვირდებით რა სიტყვებსა ხმაროთ და შეუსაბამებთ თქვენს ავადმყოფობას, თავისუფლად შეიძლება გაავლოთ პარალელები. ამით თქვენ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ. თუ აღმოაჩენთ თქვენს მეტყველებაში თქვენთვის დამანგრეველ სიტყვებს, თავისუფლად შესძლებთ მათგან განთავისუფლდეთ, როგორ უვარგისი ძველი სამოსიგან.

ამის გაკეთება არ არის ძნელი. აღმოაჩინე? მაშასადამე ნახევარი საქმე გაკეთებულია.

შეძლება თუ არა ითქვას: როცა ამოვძირკვავთ საკუთარი ლექსიკონიდან დამანგრეველ სიტყვებს, იხევს თუ არა მაშინ ავადმყოფობა?

ეს, რომ ასეა  დაამტკიცა ექიმმა პეზენშკაინმა.

შემოგთავაზებთ მცირე(ის გაცილებით დიდა და შინარსიანი)  ცხრილს:

გულისრევამდე მომბეზრდი, ყელამდე ვარ, სული მტკივა – ნერვული გამოფიტვა.

უნდა ვატარო ჩემი ტვირთი, პრობლემები მადევს მხრებძზე – ოსტეოხონდროზი

რაღაცას განვიცდი, მაშფოთებს, მიწამლავს ცხოვრებას, ჩემ თავს არ ვეკუთვნი, მომბეზრდა ყველაფერი, აღარ მინდა არაფერი, აღარ მინდა სიცოცხლე – კიბო.

თვითგვემა, „წაკბენები“,  „ვერ გადავხარშე“ –  კუჭის წყლული.

თავი ვიმტვრიე,  თავს დავდებ, თავის ტკივილი ხარ – თავი ტკივილები(სხვადასხვა)…

ამ თემაში ვერ ჩავატევ იმ შრომებს და კვლევებს, რაც არსებობს ფსიქოსამატიკასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ მოიძიოთ ლიტერეატურა ამ თემაზე, ვისაც გაინტერესებთ.

არ ააქვს მნიშვნელობა სიტყვებს, საკუთარი თავის მიმართ ხმარობთ თუ სხვის მიმართ. უკვე ის ფაქტი რომ ეს სიტყვები აქტიურად არსებობს თქვენს ლექსიკონში, საფუძველს უყრის ავადმყოფობის პროგრამას.

გააკეთეთ შემდეგი რამ, სცადეთ დავაკვირდეთ არა თქვენსას (ეს მომზადების გარეშე შეუძლებელია) არამედ თქვენი ახლობლების მეტყველებას, მაგრამ იყავით დელიკატურები: ადამიანებს და განსაკუთრებით ახლობლებს არ მოსწონთ, შეურაცხოფილები რჩებიან კიდეც, როცა ჭკუას ასწავლით და უთითებთ. უბრალოდ გააცანით ინფორმაცია. დაე, თვითონ გამოიტანონ დასკვნა.  სხვისი ინდივიდულური მეტყველება – ეს არის ის, სადაც არ შეძლება ჩაერიო.

დღეს, სულ ეს იყო. შემდეგ თემა იქნება: სიტყვები ბორკილები, სიტყვები – ფრთები. მე ამ თემებით მინდა გაჩვენოთ კარი, ხოლო თქვენ გახსნით ამ კარებს და შეხვალთ შიგნით თუ არა, უკვე თქვენი ნებაა. გისურვებთ წარმატებებს და ურყევ ჯანმრთელობას.

პატივისცემით და თქვენს გენიალურობაში რწმენით

წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია.

წყარო: zrda.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები