დაკოტა ჯონსონი ფილმში შესრულებულ საყვარელ ეროტიკულ სცენებზე ალაპარაკდა

დაკოტა ჯონსონმა ჯერემი დორანთან ერთად ფილმ „გრეის 50 ელფერში“ მონაწილეობდა. ფილმი ეროტიკულ სცენებს შეიცავს, რაც მას ორმაგად პოპულარულს ხდის. მათ ისაუბრეს საკმაოდ პიკანტურ სცენებზე, რომლებიც გადაღების პროცესში ხდებოდა, მაგრამ არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ მათ ეს სამუშაო სიამოვნებას ანიჭებდა. დაკოტამ ისაუბრა იმ სცენებზე, რომლებიც მას ყველაზე მეტად მოეწონა. 25 წლის მსახიობმა აღიარა, რომ მისი საყვარელი სცენა იყო ის, როდესაც კრისტიან გრეის ყინულის ნატეხი ტუჩებით ეკავა და ანასტასიას შიშველ სხეულზე უალერსებდა. დაკოტამ აგრეთვე გაიხსენა სცენა, სადაც მას ქალიშვილობა უნდა დაეკარგა. „ეს ძალიან ლამაზი სცენა იყო“, – განაცხადა მსახიობმა.

სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანულ გამოცემა „ტელეგრაფს“ ჯონსონმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა და განაცხადა: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს მე არ ვარ და ჩემ თავს გვერდიდან ვუყურებ. მგონია, რომ სხვა პიროვნებასთან მაქვს შეხება, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან მგავს და ამ უჩვეულო რაღაცებს ჩემ მაგივრად აკეთებს“.

11056680_1802301529994132_1434882237_n

კომენტარები

სხვა სიახლეები