„გურამ საღარაძე ჩემი მეგობარი არ იყო თორემ მის ცოლს როგორ შევიყვარებდი“

ბუბა კიკაბიძე და მისი მეუღლე 50 წელია ერთად არიან. მომღერალი მის გაცნობას იხსენებს და მათ ერთად ყოფნას კენედის აბრალებს.

„ყველაფერი კენედის ბრალია. გასტროლებზე ვიყავი უნგრეთში, მე ანსაბლ „დიელოსთან“, ჩემი კნეინა – ოპერიდან. კონცერტის მერე ჩაის ვსვამდით. სასტუმროს მე- 15 თუ მე -16  სართულზე ვიყავით, უცებ საშინელი ხმაური ატყდა, მანქანები ამუხრუჭებდნენ, ხალხი გარბოდა. თურმე კენედი მოუკლავთ… ჩემს კნეინას შეეშინდა და მისი დაწყნარება დავიწყე. ჩავეხუტე და აღარც გავუშვი. ყველამ ყველაფერი იცის, რა და როგორ. მე ისეთი კაცი ვარ როცა რამე გინდა ყველაფერს ვაკეთებ. ვარ ზარმაცი განძრევა მეზარება, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე ბოლომდე მივიყვან. მგონი მაშინ ერთად არ იყვნენ. გურამი, რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ და პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო… ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა“, – ამბობს კიკაბიძე.

წყარო: სარკე

კომენტარები

სხვა სიახლეები