გოგონა, რომელიც ვიზუალის გამო დამცირებას იტანდა, ინტერნეტვარსკვლავი გახდა (ფოტო)

30 წლის კალიფორნიელ  კარმენ სმიტს თავისი ვიზუალის გამო    მუდამ ამცირებდნენ. მისი გიგანტური ზომის ფეხები, იშვიათი დაავადების გამო, უფორმო და შეუხედავი იყო.
კარმენს ბავშვობიდან ლიმფედემა სჭირდა – ეს დაავადება კიდურების შეშუპებას იწვევს და მისი განკურნება შეუძლებელია.
ის წლების განმავლობაში ცდილობდა დაემალა კიდურები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცის გამოჩენამ ქალის დამოკიდებულება თავისი ვიზუალის მიმართ შეცვალა.
მამაკაცმა კარმენი დააჯერა, რომ ის განსაკუთრებული იყო და სხეულის დეფორმირებული ნაწილები არ უნდა დაემალა.
ახლა სმიტი რეგულარულად იღებს სექსუალურ ფოტოსესიაში მოანწილეობას. მას ინსტაგრამზე 48 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და ხშირად ღებულობს საქებარ წერილებს ქალებისგან, რომლებისთვისაც კარმენი საოცარი სტიმულის მიმცემია.
„იყავით ისინი, ვინც ხართ და არ გრცხვენოდეთ საკუთარი ვიზუალის გამო, არ ჩაჯდეთ საზოგადოების ჩარჩოში. განსხვავებული ვიზუალი ჩვენ ლამაზ ქალებად გვაქცევს და ნუ იქნებით გარკვეული სტანდარტების მსხვერპლნი“ – აცხადებს სმიტი.
კარმენი სამი წლის იყო, როდესაც დაავადების პირველი ნიშნები გამოუვლინდა.
მისი მდგომარეობა წლების განმავლობაში უარესდებოდა. სმიტს ძალიან ბევრი მუშაობა დაჭირდა საკუთარ თავთან, რათა თავის მდგომარეობას შერიგებოდა.
ეს ყველაფერი კი მისი საყვარელი მამაკაცის დამსახურებაა, რომელიც კარმენს ულამაზეს ქალად მიიჩნევს.

წყარო:http://droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები