გოგონამ მუზეუმში სელფის გადაღებისას 200 000 დოლარის ექსპონატები დაამტვრია (ვიდეო)

ლოს-ანჯელესში მდებარე გალერეის, 14th Factory-ს დამთვალიერებელმა, სელფის გადაღების მცდელობისას, 200 000 დოლარის ღირებულების ექსპონატები დაამტვრია. გოგონას გამოფენილი საგნების ფონზე ეფექტური სელფის გადაღება სურდა, თუმცა წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო და ინსტალაციის ობიექტებს შეეჯახა.
შედეგად, ათეულობით ექსპონატი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოცვივდა. დაზიანდა სამი ფიგურა სერიიდან Hypercanine, რომელთა ჯამური ღირებულებაც ორასი ათასი დოლარია.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=3stVUhetDI0&feature=youtu.be[/youtube]

წყარო:https://www.palitravideo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები