გიორგი ვარდოსანიძე იმ ბინას ყიდის, სადაც სალომე ჭაჭუასთან ერთად ბედნიერი იყო

სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის წყვილის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ ცხრება. პრესა ვერსიებს წერს, წყვილი კი მომხდარზე დუმილს ამჯობინებს, თუმცა გიორგი ვარდოსანიძემ გადაწყვიტა, დუმილი “სარკესთან” დაერღვია და განაცხადა, რომ ახლა მის ცხოვრებაში განახლების დროა და ყველაფერ ძველს ემშვიდობება, ეს იმას ნიშნავს, რომ მარტო ცხოვრება სურს.

გიორგი ვარდოსანიძე: ძალიან კარგად ვარ, მოტოციკლი შევიძინე და უბედნიერესი ვარ. მთელი დღე “დავკატაობ” და ძალიან მაგარია ეს ყველაფერი.სარკე: გავიგე, ბინასაც ყიდით.
გიორგი ვარდოსანიძე: ვყიდი, რადგან აღარ მომწონს.

სარკე: ცოტა ხნის წინ ამბობდით, რომ ის თქვენი და სალომეს მყუდრო ბუდე იყო, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.
გიორგი ვარდოსანიძე: ცხოვრებაში ხანდახან რაღაცები უნდა შეცვალო, რადგან “ასწორებს”. ამ ბინას გავყიდი და სხვას ვიყიდი.

სარკე: სალომეს აზრი როგორია, მასაც უნდა ბინის გაყიდვა?
გიორგი ვარდოსანიძე: ბინა ჩემია და მე ვწყვეტ, გავყიდი თუ არა. სალომე წინააღმდეგი არ არის, რასაც მე ვიტყვი, ისე იქნება. ბინა ჩემია, მინდა და ვყიდი.

ჟურნალი “სარკე”

კომენტარები

სხვა სიახლეები