გივი სიხარულიძის ინტერვიუს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე მწვავე შეფასებები მოჰყვა (ვიდეო)

 

ცნობილი ქართველი მსახიობი გივი სიხარულიძე რუსეთში იმყოფება. სიხარულიძე ქალაქ ბლაგოვეშენსკში „ამურინფოს“ წამყვანის კითხვებს პასუხობდა. ის, ძირითადად, რუსებსა და ქართველებს შორის უეთიერთობებზე საუბრობდა. სიხარულიძეს იმედი აქვს, რომ ორი ქვეყანა დღეს არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. „რუსეთი ჩემთვის არ არის ჟირინოვსკის და გენერლების რუსეთი. ეს არის, პირველ რიგში, რუსი ადამიანი, რომელსაც აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება – ის არის გულახდილი. დედა მყავდა რუსი და, საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი ნარევი არის ქართველი მამაკაცის და რუსი ქალის შვილი“. – ამბობს მსახიობი.

სიხარულიძეს ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელებში ქართველი ფეისბუქმომხმარებელთა საკმაოდ მწვავე გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=KzSJZcXD1MI&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები