გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი გოგონას მშობლები გახდებიან

მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის დამარინა კარპის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, პირველ შვილს ელოდებიან.

მარინამ უკრაინის კლინიკაში ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაიტარა. ცნობილია ბავშვის სქესი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგის დედის, ციცი ფალავანდიშვილის მიერ გაზიარებული ვიდეოდან შევიტყვეთ.

გიგის და მარინას კლინიკიდან ტორტი გამოატანეს, რომლის შიგთავსის ფერიც პატარას სქესს ატყობინებს. ცისფერი კრემი ბიჭს მიგვანიშნებს, ვარდისფერი კი გოგოს.

სახლში დაბრუნებულმა წყვილმა ტორტი გაჭრა. კრემი ვარდისფერი იყო და გიგიმ გახარებულმა წამოიძახა “გოგონა” და მარინას გადაეხვია.

ციცი ფალავანდიშვილმა ამჯერად ფეხმძიმე რძლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით, “ჩემი მარინა სიხარულის მოლოდინში”.

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები