გია სურამელაშვილს ორეული გამოუჩნდა, რომელიც ქალაქურ სიმღერებს მღერის

მომღერალ ივა ლომიძეს, გარეგნობიდან გამომდინარე ხშირად ამსგავსებენ გია სურამელაშვილს. ის საქართველოში მოღვაწეობს და კლასიკურ ჟანრში მღერის.
საინტერესოა, როგორი რეაქცია აქვს მას, როცა ქართული ფანოღის მამას ადარებენ.
– ივა, პირველ რიგში, შენზე მიამბე. ვინ ხარ პროფესიით, რა ჟანრში მღერი.
– დავამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსამსახიობო ფაკულტეტი, რეზო ჩხეიძის ჯგუფი. მანამდე ერთი წელი ვსწავლობდი საესტრადო სასწავლებელში, ვოკალის განხრით, გულიკო გურგენიძესთან. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გავემგზავრე ბელგიაში საცხოვრებლად, სადაც შვიდი წელი დავყავი. იქ სამოდელო ბიზნესში ვმოღვაწეობდი. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე მომღერლის კარიერა… ვარ ქალაქური სიმღერების ავტორ-შემსრულებელი. თითქმის ყველა ჩემი სიმღერის ტექსტის ავტორი გახლავარ.
– მსგავსებას შენსა და გია სურამელაშვილს შორის ბევრი ხედავს ალბათ, ამის გამო უხერხულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხარ?
– მე და გია განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თუნდაც საშემსრულებლო მანერითმ ხმის ტემბრით, არტისტიზმით, ჩაცმულიბით, რეპერტუარითაც კი. მე კალაკურ სიმღერებს ვასრულებ! გია მთელი ცხოვრება ფანოღებს მღერის, თუმცა, ამაში ცუდი არაფერია. მე პატივს ვცემ ყველა ჩემი კოლეგის შრომას.
– იცნობ მას?
– გიას ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ყველა ჩემს კოლეგას დიდ წარმატებას ვუსურვებ.
– მის პირად პარაფსიქოლოგთან, ნანა მამაგულაშვილთან გაქვს ფოტო გადაღებული. პარაფსიქოლოგი ხომ არ წაართვი გიას?
– რაც შეეხება ჩემი და ნანა მამაგულაშვილის ურთიერთობას, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ოჯახებით ვმეგობრობთ. ძალიან მიყვარს ნანა და მისი შვილები, ულამაზესი ოჯახი.
ნანა მხოლოდ ერთი ადამიანის საკუთრება არ არის. მას, ჩემ გარდა, უამრავი მეგობარი ჰყავს.

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები