გახმაურებული და დიდებული სიყვარულის ამბავი, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდა

ტაი ზიგელის სიყვარულის ამბავმა მსოფლიო მოიარა. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ომში დასახიჩრდა, საყვარელმა გოგონამ რენე კლაინმა არ მიატოვა. ამ წყვილის ქორწილი ყველაზე ლამაზი და სუფთა გრძნობის ზეიმად დაასახელეს, თუმცა…
ტაი ზიგელი ამერიკაში ერაყიდან აბსოლუტურად სხვანაირი დაბრუნდა. მორიგ დავალებაზე გასულს თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ უწია. ორმოცდაათამდე ოპერაციის და ხანგრძლივი რეანიმაციის შემდეგ ტაი ზიგელი გონს მოვიდა. თუმცა სახე პრაქტიკულად აღარ ჰქონდა. ექიმებმა თავის ქალის ნაწილი პლასტიკურად აღუდგინეს, ერთი ხელი მოაჭრეს. გარდა ამისა, ზიგელი ცალი თვალით დაბრმავდა, ყურები, ტუჩები და ცხვირი კი მთლიანად დაეწვა.
ომში ის საყვარელმა ქალმა გააცილა. წყვილი მომავალში დაქორწინებას გეგმავდა, როგორც კი ზიგელი შინ დაბრუნდებოდა.
mshoblebi
როცა ბიჭს უბედურება დაემართა, ქორწინებაზე არავინ საუბრობდა. თუმცა გოგონამ თავად გამოიჩინა ინიციატივა და დაიჟინა, რომ ზიგელზე გათხოვილიტო, რითაც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდების სიყვარული არ იყო დამიკიდებული გარეგნობაზე. მსოფლიოს საზოგადოებრიობა აღტაცებული იყო ამ ამბით…
mshoblebi
თუმცა ერთი წელიც არ გასულა, რომ რენე და ტაი დაშორდნენ. როგორც ტაიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რენე იმიტომ წავიდა, რომ არ იყო მზად ქორწინებისთვის. ბიჭმა თავის მხრივაც დასძინა, რომ ქორწინება ორივემ იჩქარა.
mshoblebi

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები