გამომცხვარი კარტოფილი კვერცხით

 

ინგრედიენტები:
საშუალო კარტოფილი – 3 ც.
კვერცხი – 6 ც. ყველი -100 გ.
მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი.

მომზადების წესი: დიდი ზომის კარტოფილი შეარჩიეთ და კანიანად მოხარშეთ, შუაზე გაჭერით და გულის ნაწილი კოვზით ამოაცალეთ. ამავდროულად, ყველი გახეხეთ და ხახვი დაჭერით. კარტოფილს მარილი, პილპილი და ყველი მოაყარეთ,შემდეგ მასში კვერცხი მოათავსეთ, კვლავ მარილი და პილპილი მოაყარეთ. 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით და დატოვეთ, სანამ ცილა არ გათეთრდება. ბოლოს დაჭრილი მწვანე ხახვით მორთეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები