გამომცხვარი ვაშლი ხაჭოთი

ინგრედიემტები: ვაშლი – 5 ცალი, შაქარი – 5 ჩაის კოვზი, ხაჭო – 100 გრამი, კვერცხი – 1 ცალი, ქიშმიში – 50 გრამი, კარაქი – 20 გრამი, დარიჩინი გემოვნებით.
მომზადების წესი: ვაშლებს გული ამოვაცალოთ ისე, რომ მთლიანობა არ დავარღვიოთ, ქიშმიში გავრეცხოთ და მდუღარე წყალი გადავავლოთ, ხაჭო ბლენდერში ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, კვერცხი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ, შემდეგ ხაჭოს მასას დავუმატოთ და ბლენდერით კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ქიშმიში და დარიჩინი დავამატოთ. ვაშლებში ხაჭოს მასა ჩავდოთ და კარაქწასმულ თუნუქის ფირფიტაზე მოვათავსოთ. ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები