“გამარჯობა, მსოფლიო!”-ქართველი გრაფიკოსის შექმნილი “საქართველოს ისტორია”(ვიდეო)

ქართველმა გრაფიკოსმა ბექა აბრამიძემ HBO-ს სერიალის “სამეფო კარის თამაშების” სტილით “საქართველოს ისტორია” შექმნა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობებია ასახული.
“გამარჯობა, მსოფლიო! ეს ჩემი ნამუშევარია, სახელად, “საქარველოს ისტორია” (History of Georgia). ინსპირაცია სამეფო კარის თამაშებიდან ავიღე, მაგრამ რასაც ჩემს ნამუშევარში ნახავთ, არც ფენტეზია და არც ფიქციური შენობები. ეს ყველაფერი რეალურია და იმ ქვეყნიდანაა, საიდანაც მე ვარ… საქართველოს რომ ეძახიან. შენობებს საუკუნოვანი ისტორია აქვს და შეგიძლიათ, ჩვენს ქვეყანას ეწვიოთ და ანტიკურ ხანაში იმოგზაუროთ.
“სამეფო კარის  თამაშების” ქართველი მაყურებლისთვის, ვფიქრობთ, ორმაგად სასიამოვნო იქნება ამ ვიდეოს ყურება – რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ, საყვარელი სერიალის სტილში მოთხრობილი საკუთარი ქვეყნის ისტორია გაიხსენონ”, – აღნიშნავს ვიდეოს აღწერაში ბექა აბრამიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები