გალერეის თანამშრომელმა 1-მილიონ $ შეფასებულ ნახატს გასართობად თვალები მიახატა

ეკატერინბურგში ერთ-ერთ გალერეაში დაცვის  თანამშრომელმა ანა ლეპორსკაიას   1,3 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი დააზიანა.
როგორც ირკვევა დაცვის თანამშრომელი, რომელიც სამსახურში ახალი აყვანილი იყო გასართობად გადაწყვიტა ნახატზე გამოსახულ უსახო ფიგურებზე  თვალები მიეხატა.
ნახატი, სახელად “სამი ფიგურა” 1932-1934 წლებშია შექმნილი და ის ეკატერინბურგში ბორის ელცინის სახელობის ცენტრში იყო გამოფენილი.
გალერეის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნახატს თვალები ჩვეულებრივი კალმით აქვს მიხატული და დაცვის თანამშრომელს ხატვისას განსაკუთრებული ძალისხმევა არ გამოუყენებია, რის გამოც ნახატი რესტავრაციას ექვემდებარება. რესტავრაციის ექსპერტების მიხედვით, აღნიშნული გალერეას $5 ათასამდე დაუჯდება.
დაცვის თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებულია და მას სასჯელის სახით ჯარიმა და 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები