ბრიუსელის სალათა კომბოსტოთი და ვაშლით

ინგრედიენტები: ბრიუსელის კომბოსტო – 500 გრ. ვაშლი – 1 ცალი, ზეთი – 1 ს/კ. მარილი, წიწაკა, ორცხობილა – 100გრ. ბეკონი – 3 ნაჭერი, ბროწეულის მარცვლები – გასაფორმებლად, თაფლი – 1 ს/კ.
მომზადების წესი: ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ვაშლი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ; ბეკონი – წვრილად. გამოსაცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალი ჩავაფინოთ. ზემოდან კომბოსტო და ვაშლი დავალაგოთ. მარილი და წიწაკა მოვაყაროთ, ზეთი მოვასხათ. ღუმელში 20 წუთით შევდგათ. ბეკონი ტაფაზე შევწვათ. სასალათეში კომბოსტო, ბეკონი, თაფლი და ორცხობილა მოვათავსოთ. მარილი, წიწაკა და ბროწეულის მარცვლები მოვაყაროთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები