ბრიტნი სპირსმა წონაში დაიკლო და 16 წლის მოზარდივით გამოიყურება

მომღერალი ბრიტნი სპირსი სულ მალე 37 წლის გახდება და ცდილობს, მუდამ კარგად გამოიყურებოდეს. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მისი შვილები არიან. მის ცხოვრებაში არაერთი უსიამოვნო ფაქტი მომხდარა, მათ შორის, ბოლო პერიოდში, სასიყვარულო ისტორიის კრახით დამთავრება აღმოჩნდა, რამაც დეპრესიამდე მიიყვანა. თუმცა, გარკვეული პერიოდი ალკოჰოლზე დამოკიდებულიც იყო და ბავშვებზე მეურვეობის პრობლემებიც შეექმნა.

ყოველივე ამის მიუხედავად კი, ბრიტნი სპირსმა უკანასკნელი წლინახევრის განმავლობაში შეუძლებელი შეძლო და 10 კილო დაიკლო, რომელსაც მტკიცედ ინარჩუნებს. რამდენიმე დღის წინ კი, მომღერალმა ინსტაგრამზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ძველი შორტები აქვს მორგებული და ამით ამაყობს.

ფანები აღნიშნავენ, რომ ეს სწორედ ის შორტია, რომლითაც ბრიტნი 16 წლის ასაკში სცენაზე გამოვიდა, სიმღერით “Baby One More Time”.

კომენტარები

სხვა სიახლეები