ბრიტანული ფოსტა მარკების სერიას გამოუშვებს, რომელიც „სამეფო თამაშებს“ ეძღვნება

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოსტა მარკების სერიას გამოუშვებს, რომელიც ტელესერიალ „სამეფო თამაშებს“ მიეძღვნება. ამის შესახებ ინგლისის ეროვნული საფოსტო სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მარკებზე გამოსახულნი არიან ტელესერიალის პერსონაჟები, ჯადოსნური არსებები და ცნობილი სამეფო სკამი.
ორი მარკისგან შემდგარი კომპლექტის მინიმალური ფასი 1,21 ფუნტი იქნება, ხოლო ლიმიტირებული კოლექციის ფასი, რომელიც ტელესაგის მთავარ გმირებს მიეძღვნება, _ 99 ფუნტი. ამას გარდა, საფოსტო სამსახური გამოუშვებს მარკების კოლექციური ალბომების შეზღუდულ რაოდენობას.
ცნობილი ხდება, რომ მარკები იანვრის ბოლოს გამოვა გაყიდვაში, ამ დროისთვის კი პროდუქცია წინასწარი შეკვეთებისთვის ხელმისაწვდომია.

კომენტარები

სხვა სიახლეები