ბრიტანელმა მეცნიერებმა მამაკაცის ტრუსი გამოიგონეს, რომელიც მათ უშვილობისგან დაიცავს

ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიგონეს, როგორ დაიცვან მამაკაცები უშვილობისგან. სპეციალისტებმა სპეციალური ტრუსი გამოიგონეს, რომელიც მამაკაცებს მავნე გამოსხივებებისგან დაიცავს. ეს ელექტრომაგნიტური გამოსხივებები სპერმატოზოიდების აქტივობაზე მოქმედებს.
მეცნიერების თქმით, მამაკაცების პოტენციაზე უარყოფითად მოქმედებს მობილური ტელეფონები და ნოუთბუკები, განსაკუთრებით კი Wi-Fi-ის უსადენო ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობები.
ბრიტანელი მეცნიერების მიერ გამოგონილი ტრუსი გამოსხივების 99,9 %-ს აკავებს. ის როგორც პოტენციაზე, ასევე სპერმის ხარისხზე ელექტრომაგნიტური ტალღების მავნე ზეგავლენას ბევრად ამცირებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები