ბრიტანეთის ახალდაბადებულმა პრინცესამ ეკონომიკური შემოსავალი 80 მილიონი ფუნტით გაზარდა

უილიამის და ქეითის ქალიშვილი ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის არის, მაგრამ პატარა პრინცესამ უკვე მოახდინა ზეგავლენა ბრიტანეთის ეკონომიკაზე. ეკონომიკური ზრდა დიდი ბრიტანეთის პრინცესას დაბადებიდან უკვე შეფასდა 80 მილიონ ფუნტად.

სამახსოვრო თასები, თეფშები და მაისურები მაღაზიებიდან საათებში ქრება, ექსპერტები ვარაუდეობენ, რომ როდესაც ახალდაბადებული ათი წლის ასაკს მიაღწევს მხოლოდ მისი წყალობით ბრიტანეთის ბიუჯეტი ერთ ბილიონ ფუნტამდე გაიზრდდება.

პრინც ჯორჯის დაბადებამ პირველი წლის განმავლობაში ქვეყანას 247 მილიონი ფუნტი შემოუტანა. ეკონომიკური ექსპერტები დარწმუნებულები არიან რომ ჯორჯის უმცროსი და საზოგადოების დიდ ნაწილზე და ასევე საბავშვო მოდის ტენდენციებზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს.

მოდის კონსულტანტის, პატრიცია დავიდსონის განცხადებით, ყველა მიაქცევს ყურადღებას თუ რას ჩაიცმევს პატარა პრინცესა: „როდესაც ქეითი თავისი პატარა გოგოსთვის ტანსაცმელს იყიდის, ხალხი მას მიბაძავს ზუსტად ისევე როგორც თავად ქეითს. ვფიქრობ საზოგადოება ამ შემთხვევაში ჩაცმაზე ყურადღებას უფრო გაამახვილებს ვიდრე ეს პრინც ჯორჯის შემთხვევაში იყო. როდესაც პრინცესა თინეიჯერი გახდება მისი თანატოლები იყიდიან იგივე ტანსაცმელს და შეეცდებიან მიმართონ იმავე დიზაინერს, რომელთანაც პრინცესა ითანამშრომლებს“.

ბრიტანელი ექპსერტები ვარაუდობენ რომ იგნლისის ბიუჯეტის წლიური შემოსავალი 150 მილიონი ფუნტით გაიზრდება მას შემდეგ რაც სამეფო ოჯახს ახალი წევრი შეემატება, გარდა ამისა უკვე ფაქტად იქნა აღიარებული რომ ქეითის და უილიამის ქალიშვილი უთანამედროვესი პრინცესა იქნება.
უკვე ზეიმობს ბრიტანეთის ტურიზმის სფერო სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადებას. ტურისტული კომპანი „VisitLondon“-ი ვარაუდობს რომ მიმდინარე წელს ლონდონი 32 მილიონ ტურისტს მიიღებს: „მანამ სანამ შეუძლებელია კონკრეტული ციფრი დასახელდეს თუ რამდენ მოგებას მოუტანს პატარა პრინცესა ბრიტანეთის ბიუჯეტს, ფაქტია რომ ტურიზმი ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია სამეფო ოჯახთან“.

ვარაუდობენ რომ ახალდაბადებულ პრინცესას გაცილებით მეტ თავისუფლებას მისცემენ ვიდრე მის უფროს ძმას, რომელიც სამეფო ტახტის მომავალ მფლობელად მოიაზრება. პრინცი ჯორჯი თავისი დაბადების შემდეგ საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, სამშობიაროში ვიზიტისას გამოჩნდა. რაც შეეხება ახალშობილს საზოგადოება დარწმუნებულია, რომ მას პრინც ჯორჯისგან განსხვავებით საშუალება ექნება ცხოვრების საკუთარი გზა აირჩიოს, თუნდაც კარიერა მოდის სამყაროში?.. რადგან თანამედროვე პრინცესების ცხოვრება დღევანდელ რეალობაში რადიკალურად განსხვავებულია. მით უფრო რომ სამეფო ოჯახის ახალი წევრი დაბადებით პრინცესაა დაიანასგან დაქიეთისგან განსხვავებით.
როგორც ბრიტანულ მედიაში წერენ უილიამის ქალიშვილი პირველი გოგო შთამომავალია ბოლო 65 წლის განმავლობაში: პრინცესა ანა ინტერნეტის ერამდე დაიბადა, 1950 წელს დედოფლის მეორე შვილის მხრიდან.

კომენტარები

სხვა სიახლეები