ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ახალი ფილმის ტრეილერი – ვიდეო

ანჯელინა ჯოლის რეჟისორობით გადაღებული ახალი ფილმის პირველი კადრები მაყურებელმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ იხილა. ამჯერად, ვარსკვლავური წყვილი სურათის ფინალური ტრეილერისათვის გაერთიანდა. “ზღვის პირას” – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელშიც ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ერთობლივად მონაწილეობენ და განშორების პირას მყოფ ცოლ-ქმარს განასახიერებენ. სურათის რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი თავად ანჯელინა ჯოლია. “ზღვის პირას” კინოეკრანებზე 13 ნოემბერს გამოდის.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=WvCwtQPBhDA#t=26[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები