ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა, მათ ოჯახის ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ. ეს ლამაზი ჰოლივუდური წყვილი უკვე 10 წელია ინარჩუნებს ურთიერთობას. მათ შარშან ოფიციალურად მოაწერე ხელი, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ეს მათმა თაყვანისმცემლებმაც შენიშნეს, როდესაც ბრედი და ანჯელინა ავსტრალიაში, კინო პრემიერის დროს აივანზე ერთმანეთს ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ.
როგორც ჩანს, წყვილის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი დადგა. ბრედი და ანჯელინა ახალ ფილმზე მუშაობენ, სადაც ანსახიერებენ შეყვარებულ ადამიანებს, რომლებსაც კარიერული კრიზისი აქვთ. ფილმის პრემიერა 2015 წლის 13 ნოემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები