ბრედლი კუპერი: “ხალხი ჩემს ოცნებებზე იცინებს”!

ბრედლი კუპერი ჟურნალ Details-ის ოქტომბრის ნომრის გმირი გახდა. 40 წლის მსახიობმა თავის ოცნებებზე, რეჟისორობის სურვილსა და ახალ ფილმზე „Burnt” ისაუბრა.
„არასდროს იმ ბიჭების რიგებს არ მივეკუთვნებოდი, რომლებიც შემდეგი ხუთი, ან თუნდაც ორი წლის გეგმებს წინასწარ სახავენ. ზუსტი გეგმის ქონა მოტივაციას არ მიმაღლებს. მაქვს ოცნებები, რომლებზეც იცინებთ, რომ მოგიყვეთ. სკოლაშიც იცინოდნენ ჩემს ოცნებებზე, მაგრამ დღეს ისინი ახდა“.
როცა კლინტ ისტვუდი, ფილმით “დამიკარი სიკვდილის წინ“, რეჟისორი გახდა, უკვე 40 წლის იყო. რაღაც მომენტში უნდა გადავწყვიტო ამის გაკეთება, ან თავი დავანებო ამ იდეას. ეს ხომ წარმავალია – აღმოჩნდა იმ წერტილში, სადაც შეგიძლია შექმნა რაღაც მაღალ დონეზე. სანამ აქ ვარ, მინდა ამ შანსით ვისარგებლო“.„ცხოვრების უდიდესი ნაწილი საჭმელებს ვაკეთებდი. 15 წლის ვიყავი, როცა ბერძნულ რესტორანში დამხმარე ვიყავი. კოლეჯში სწავლის დროსაც სამზარეულოში ვმუშაობდი. გარდა ამისა, დედაჩემი იტალიური წარმოშობისაა, ასე, რომ გავიზარდე იმის ყურებაში, როგორ ამზადებდა ბებიაჩემი საჭმელებს“.

წყარო:http://allmovies.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები